ოკუპანტებმა ქალაქ მალინაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს - დაღუპულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან
გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა ჟიტომირის ოლქში ქალაქი მალინა დაბომბეს. საჰაერო იერიშები ოკუპანტმა ამჯერადაც საცხოვრებელ სახლებზე მიიტანა. შემთხვევის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აქედან 2 ერთ წლამდე ბავშვია.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.