ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, გაზარდეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები - ზელენსკი თემთა პალატას

09.03.22 12:10
ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, გაზარდეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები - ზელენსკი თემთა პალატას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ბრიტანეთის  პარლამენტის თემთა პალატას მიმართა. მიმართვაში ზელენსკიმ რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

უკრაინას არ სურდა ეს ომი. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას. ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი. ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის. გაზარდეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლა და აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ. გთხოვთ, უზრუნველყავით, რომ ჩვენი უკრაინული ცა უსაფრთხო იყოს. უზრუნველყავით იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც აუცილებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  

მსგავსი სიახლეები