ხარკოვი ისევ რუსების სამიზნედ რჩება - ქალაქში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები და სახლები იბომბება

09.03.22 12:30
ხარკოვი ისევ რუსების სამიზნედ რჩება - ქალაქში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები და სახლები იბომბება

ხარკოვში რუსი სამხედროები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების  და საცხოვრებელი სახლების დაბომბვას განაგრძობენ. ბოლო იერიშების შედეგად სახლებიდან 350-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუირება გახდა საჭირო. 

კრიტიკული სიტუაციაა ქალაქ იზიუმშიც. მას შემდეგ, რაც ქალაქის ხელმძღვანელობამ დანებებაზე უარი განაცხადა, ოკუპანტებმა იზიუმი ალყაში მოაქციეს და მის განადგურებას ცდილობენ. 

პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს მოუწოდებენ მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები, არ დააღვიონ კოკმენდანტის საათი და თან იქონიონ დოკუემნტების და პირველადი მოხმარების ნივთები.