ცის ჩაკეტვის მოთხოვნით კიევის ცენტრში კონცერტი გაიმართება

კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე კონცერტი გაიმართება. ღოსნიძიების მიზანი უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვის მოწოდება იქნება. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
მხატვრული აქცია სახელწოდებით "Free Sky" 9 მარტს, კიევის დროით 13:10 საათზეა დაანონსებული. კიევის სიმფონიური ორკესტრი დირიჟორის თანხლებით უკრაინისა და ევროპის ჰიმნებს შეასრულებს.