ევაკუაციის მე-2 დღე - სიცოცხლის რისკის ფასად უკრაინელები ცხელ წერტილებს ტოვებენ

09.03.22 13:10
ევაკუაციის მე-2 დღე - სიცოცხლის რისკის ფასად უკრაინელები ცხელ წერტილებს ტოვებენ

ევაკუციის მე-2 დღე - სიცოცხლის რისკის ფასად უკრაინელები ცხელ წერტილებს ტოვებენ. ჰუმანიტარული დერეფნები გახსნილია. ე.წ. "სიჩუმის საათის" დროს, მოსახლეობა სპეციალურად გამოყოფილ ავტობუსებთან იკრიბება, რათა მათი მეშვეობით  დაბომბილი ქალაქები დატოვონ. მატარებელს, რომელსაც  მშვიდობიანი მოსახლეობა ნაომარი ქალაქებიდან გაჰყავს, მინებზე შავი ნაჭრები აქვს აფარებული, რათა ოკუპანტებმა ის არ დაბომბონ. 

ირპენი მუდმივად დაბომბვის საფრთხეშია, სულ ისვრიან. ჩვენ იძულებულები გაგვხადეს საკუთარი ქალაქებიდან წავსულიყავით. არც შუქი გვაქვს, არც გაზი და არც წყალი, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

რამდენად შეასრულებს რუსეთი პირობას ამ ჯერზე და ევაკუაციის დასრულებამდე ცეცხლს არ გახსნის, უცნობია.