პუტინი ძალიან გაბრაზებულია, უკრაინული არმიის გასანადგურებლად ძალისხმევას არ დაიშურებს - აშშ-ს დაზვერვა

09.03.22 13:34
პუტინი ძალიან გაბრაზებულია, უკრაინული არმიის გასანადგურებლად ძალისხმევას არ დაიშურებს - აშშ-ს დაზვერვა

ამერიკული დაზვერვა პუტინის შესახებ სკანდალურ ცნობებს აქვეყნებს. ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა, საღ გონებაზე აღარ იყოს. აშშ-ს დაზვერვა  ახლა სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს და პუტინის მხრიდან შესაძლო მოქმედებებს  იკვლევს. 

პუტინი აღშფოთებულია იმის გამო, რომ დასავლეთი მას საკმარის პატივს არ სცემს და მიიჩნევს, რომ მას არაფრით არ შეუძლია ამ ომში დამარცხება. პუტინის ახლო გარემოცვა სულ უფრო და უფრო ვიწროვდება. ამის მიზეზი არის ის, რომ პუტინი უბრალოდ აღარ იჩერებს გვერდით არავის, ვინც მას რამეშ ეწინააღმდეგება. ხალხმა გააცნობიერა, რომ მისი გადაწყვეტილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, საზიაონოა მათი კარიერისთვის, - განაცხადა ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა კონგრესში სადაზვერვო კომიტეტის მოსმენაზე.

კონგრესში, ასევე არ გამოირცხეს, რომ პუტინმა უკრაინის გასანადგურებლად ძალისხმევა გააორმაგოს.

ის ძალიან გაღიზიანებულია. დიდი ალბათობით ის გააორმაგებს ძალისხმევას და შეეცდება სრულად გაანადგუროს უკრაინის არმია და არც მშვიდობიან მოსახლეობას დაინდობს, - განაცხადა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვოს შეფი   უილიამ ბერნსმა.