ძალიან გთხოვთ, გაახილეთ თვალები! პუტინის მსგავსი ბოროტება კაცობრიობას 80 წელია არ უნახავს! - კულება დასავლეთს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანიას უკრაინისთვის საბრძოლო იარაღების გადაცემისკენ მოუწოდა. მან ევროპული ქვეყანა გადაწყვეტილების დროულად ვერ მიღების გამო გააკრიტიკა.
უკრაინას სჭირდება დახმარება. მოგვეცითმეტი იარაღი, რათა ჩვენ ჩვენი თავის დაცვა შევძლოთ. დაგვეხმარეთ ჩვენი ცის დაცვაში. მოგვაწოდეთ საბრძოლო თვითმფრინავები, მოგვეცით უფრო მეტი ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო იარაღები. კიდევ უფრტო გაამკაცრტეთ რუსეთის მიმართ სანქციები. მათ შორის, უარი თქმით რუსეთის ენერგომომარაგებაზე, გათიშეთ „სბერბანკი“ SWIFT-დან, გაყინეთ რუსული ბანკების და კომპანიების ანგარიშები, აკრძალეთ ევროპულ პორტებში რუსული ხომალდების შემოსვლა, - განაცხადა კულებამ.
კულებამ სტრაგეიულ პარტნიორებს შეახსენა, რომ უკრაინამ მათ რუსეთის მიმართ სანქციების მიღება და "ჩრდილოეთ ნაკადი2"-ის მშენებლობის შეჩერება ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე სთხოვა.
ჩვენ ვითხოვეთ მოგეცათ იარაღი, სანაცვლოდ კი „ისტოირულ პასუხისმგებლობაზე“ ამბებს ვისმენდით, რომელიც რატომღაც მხოლოდ რუსებზე ვრცელდება და არა უკრაინელებზე. ჩვენ ვითხოვეთ არ აშენებულიყო „ჩრდილოეთ ნაკადი2“, მაგრამ თქვენ გვპასუხობდით, რომ ეს მნიშვნელოვანი კომერციული პროექტია. ჩვენ გაფრთხილებდით, რომ პუტინი იმ მასშტაბის ბოროტება იყო, როგორიც მსოფლიოს უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში არ ენახა. ჩვენ ვითხოვდით, წარსული შეცდომები არ განმეორებულიყო და ის კატასტროფამდე შეგეჩერებინათ. თქვენ ჩვენი არ გჯეროდათ და პუტინთან დიალოგის მნიშვნელობაზე მიუთითებდით, - განაცადა კულებამ.
კულებას თქმით, პუტინის მსგავსი ბოროტება კაცობრიობას 1940 წლის შემდეგ არარ უნახავს.
ძალიან გთხოვთ, გაახილეთ თვალები. კამათის გარეშე, ჰიტლერიც უნიკალური ბოროტება იყო, მაგრამ ზიზღის ეს მასშტაბები, ნგრევა და ტანჯვა, რომელსაც ახლა ჩვენ პუტინი გვანიჭებს, უკრაინას და ევროპას 1940 წლიდან არ უნახავს. თქვენ, ისე როგორც არავინ, იცით, რომ ასეთ ვითარებაში თითო დაგვიანებული საათი და ეჭვი, სიცოცხლის ფასია და უფრო მეტი კატასტროფის ტოლფასი, - განაცხადა მან.