შემდეგში პუტინი შესაძლოა, თქვენთან მოვიდეს, დახურეთ ცა, მიწაზე ჩვენ თავად გავუმკლავდებით - უკრაინის პირველი ლედის მიმართვა

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. ზელენსკა წერილში უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას ითხოვს.
ის, რაც გვჭირდება და რაზეც მთელ მსოფლიოში ვსაუბრობთ – დახურეთ ცა! მოიხსენით თქვენი თეთრი ხელთათმანები, მაინც ვერ შეინარჩუნებთ ნეიტრალობას. რადგან შემდეგში პუტინი შესაძლოა, თქვენთან მოვიდეს. დახურეთ ცა, მიწაზე ჩვენ თავად გავუმკლავდებით“, – წერს ოლენა ზელენსკა.
ზელენსკამ მსოფლიო მედიას მოუწოდა, არ გაჩუმდეს და უკრაინაში ომის შესახებ ისაუბროს.
თუ არ შევაჩერებთ პუტინს, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება, მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი არ იქნება“ , – წერს უკრაინის პირველი ლედი.