წადით ჩვენი სახლებიდან! აქ თქვენ არაფერი გელოდებათ, ტყვეობის და სიკვდილის გარდა- ზელენსკი რუს ჯარისკაცებს

უკრაინის პრეზიდენტი რუს ჯარისკაცებს მიმართავს და სახლში წასვლისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ დანებდება და ამაში რუსი სამხედრობი უკვე დარწმუნდნენ. პრეზიდენტი ზელენსკი აგრესორი ქვეყნის სამხედროებს აფრთხილებს, რომ მათ უკრაინაში მხოლოდ სიკვდილი და ტყვეობა ელოდებათ.
რუსო ჯარისკაცებო! ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომ იცოცხლოთ. ჩვენმა თითქმის ორკვირიანმა წინააღმდეგობამ ცხადჰყო, რომ დანებებას არ ვაპირებთ. ვიომებთ იქამდე, ვიდრე ჩვენს მიწას არ დავიბრუნებთ და ვიდრე ჩვენი ხალხის და ბავშვების დახოცვისთვის პასუხს არ გაგცემთ. ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადარჩეთ, თუ ჩვენი მიწიდან წახვალთ. ნუ დაუჯერებთ თქვენს მეთაურებს, როდესაც გეუბნებიან, რომ უკრაინაში რაიმეს შანსი გაქვთ. აქ თქვენ არაფერი გელოდებათ, ტყვეობის და სიკვდილის გარდა. თქვენ ჩვენი ხალხი შეიწირეთ, სანაცვლoოდ ჩვენ თქვენსას შევიწირავთ. ჩვენ ვიცით, გვაქვს ცნობები, რომ თქვენს მეთაურებს უკვე ყველაფერი გაცნობირებული აქვთ. უნდა დავასრულოთ ეს ომი. უნდა დავუბრუნდეთ მშვიდობას. წადით ჩვენი სახლებიდან, წადით თქვენივე სახლებში!, - განაცხადა ზელენსკიმ.