ნება დაგვრთეს, ცეცხლი გაგვეხსნა ხარკოვის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის - ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გაასაჯაროვეს რუსი ტყვის ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ სამხედრო სწავლებაზე გაუშვეს და არა უკრაინასთან საომრად.
იყო ბრძანება, დაგვეპყრო ქალაქი, დაგვეკავებინა მასთან დამაკავშირებელი ყველა გზა, გადაგვეკეტა სამოქალაქო პირთა გამოსასვლელი და აგვეღო ქალაქი ხარკოვი. ასევე, ნება გვქონდა დართული, ცეცხლი გაგვეხსნა ხარკოვის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. - აღნიშნა ტყვედ ჩავარდნილმა რუსმა სამხედრომ.
რუსი სამხედროს ჩვენებიდან ირკვევა, რომ აგრესორებს ქალაქ ხარკოვის დასაკავებლად ხელმძღვანელობისგან 3 დღის ვადა ჰქონდათ მიცემული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, იმ რუს აგრესორებს შორის, ვინც ხარკოვის აღების ბრძანება მიიღო, გადარჩნენ მხოლოდ ერთი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი, რადგან მათ დანებების გადაწყვეტილება მიიღეს და ბრძოლაში არ ჩაერთვნენ.
ამ ეტაპზე უკრაინელი სამართალდამცველები სწავლობენ ყველა იმ დოკუმენტს, რაც ტყვედ ჩავარდნილმა რუსმა სამხედროებმა მათ მიაწოდეს.