საოკუპაციო ძალამ უკვე შემოიყვანა ჩვენს ტერიტორიაზე თითქმის მთელი სამხედრო კონტიგენტი - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი უკრაინელ მებრძოლებს მიმართავს და თამამი ბრძოლისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო კონტიგენტი თითქმის სრულად შეიყვანა.
საოკუპაციო ძალამ უკვე შემოიყვანა ჩვენს ტერიტორიაზე თითქმის მთელი კონტიგენტი, რომლის შემოყვანასაც გეგმავდა. სახელმწიფოს საფრთხის მასშტაბები მაქსიმალურია. ურაინისა და რუსეთისთვის მაქსიმუმი ორი განსხვავებული სიტყვაა, მაგრამ მათ აქვთ მხოლოდ აღჭურვილობა, აქვთ მხოლოდ ბრძანებები, შეტევა, მოკვლა, დამცირება. ჩვენ გვაქვს მილიონიბით უკრაინელის რეალური სურვილი გაიმარჯვოს, დაიცავს თავი, გაწმინდოს თავიანთი სახელმწიფო. მტერს შეუძლია გაანადგუროს ჩვენი სახლებ, ჩვენი სკოლები, ჩვენი ეკლესიები, მას შეუძლია დაშალოს უკრაინული საწარმოები, მაგრამ ის ვერასდროს დაიპყრობს ჩვენს სულს, ჩვენს გულს, ვერ მოსპობს თავისუფლების სურვილს. იბრძოლეთ თამამად!, - განაცხადა ზელენსკიმ.