მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს

მოსახლეობის ევაკუაციის დროს უკრაინის ვიშგოროდის ოლქის სოფელ ლიუტეჟში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა პოლიციელი ალექსეი პონომარენკო, რომელიც მოსახლეობას გადაადგილებაში ეხმარებოდა და დაიჭრა 2 მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის პროკურატურა ავრცელებს.
კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვის, ინფორმაციით, გარდაცვლილი სამართალდამცველი, უფროსი სერჟანტი, ალექსეი პონომარენკო, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ დემიდოვიდან იყო.
მომხდართან დაკავშირებით უკრაინის პროკურატურამ გამოძიება ომის კანონების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.