პუტინს სტინგიც განუდგა- ბრიტანელი მომღერალი რუს ოლიგარქებს აღარ უმღერებს

09.03.22 16:55
პუტინს სტინგიც განუდგა- ბრიტანელი მომღერალი რუს ოლიგარქებს აღარ უმღერებს

ბრიტანელი მომღერალი სტინგი, რომელმაც ახლახან უკრაინას საჯაროდ დაუჭირა მხარი, ვლადიმერ პუტინის გარშემო მყოფი ოლიგარქებისთვის აღარ იმღერებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Mirror ავრცელებს.

არც ერთი ოლიგარქი დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, ან სადმე ვერ დაჯავშნის კონცერტს, ქორწილს, ან წვეულებას. ეს დღეები დასრულდა - თქვა სტინგმა.

როგორც მომღერლის პრესმდივანმა გამოცემასთან კომენტარში დაამატა, სტინგი შოკირებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით და არ მიიღებს ბრძანებებს პუტინის რეჟიმთან დაახლოებული ოლიგარქებისგან.

2016 წელს სტინგმა რუსი ნავთობის მაგნატის, მიხეილ გუცერიევის, შვილის ქორწილში იმღერა. ამ ფაქტზე დიდი სკანდალი აგორდა. მომღერალს ბრიტანული პრესა დიდხანს დასცინოდა.

მსგავსი სიახლეები