ოდესის სავიზიტო ბარათი, რიშელიეს ქანდაკება, ქვიშის ტომრებით დაფარეს

ოდესის მუნიციპალურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და ქალაქის სავიზიტო ბარათი- ჰერცოგ რიშელიეს ქანდაკება, ქვიშის 1200 ტომრით დაფარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის თვითმმართველობითი ორგანოს საიტი Суспільне ავრცელებს.
ოდესელები ამ გზით ცდილობენ, გადაარჩინონ უნიკალური ქანდაკება, რომელიც 1828 წელსაა აგებული. იგი ეძღვნება ქალაქის დამაარსებელს, გენერალ-ლეიტენანტ არმან ემანუელ რიშელიეს.
ქანდაკების გადასარჩენად ადგილზე მობილიზებული იყვნენ მუნიციპალური და სატრანსპორტო საწარმოების თანამშრომლები, სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობა.