ევროპული ბანკი უკრაინის დასახმარებლად 2 მილიარდ ევროს გამოჰყოფს

09.03.22 18:08
ევროპული ბანკი უკრაინის დასახმარებლად 2 მილიარდ ევროს გამოჰყოფს

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი 2 მილიარდ დოლარს გამოჰყოფს, რომელიც უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ბანკი პირობას იძლევა, გააკეთოს ყველაფერი, აღადგინოს ქვეყანა, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება- განაცხადეს ბანკში.

საფინანსო ორგანიზაციის ინფორმაციით, თანხა მოხმარდება უკრაინაში ცხოვრების პირობებისა და სტაბილურობის გაუმჯობესებას, აგრეთვე იმ ქვეყნების განვითარებასაც, ვინც დახმარებას აღმოუჩენს უკრაინელ დევნილებს. პრიორიტეტად დასახელდა ვაჭრობა, ენერგოუსაფრთხოება და მუნიციპალური სერვისები. 

უკრაინაში ფინანსები მოხმარდება საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციას, ვაჭრობას, ენერგეტიკის იმპორტის ხელშეწყობას და საკვანძო რეფორმების მხარდაჭერას.