რუსმა აგრესორებმა მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს

რუსებმა დაბომბეს მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფო თვითმფრინავებიდან - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო, ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საავადმყოფოს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის შესახებ ინფორმაციის დადგენას ცდილობს.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.