"ყველაფერი, რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, ცხოველობაზე უარესი აიმხეცეა - ზელენსკი

10.03.22 07:38
"ყველაფერი, რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, ცხოველობაზე უარესი აიმხეცეა - ზელენსკი

ის რასაც რასაც უკრაინაში აკეთებს გენოციდია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ცხოველობაზე უარესი აიმხეცე" - ასე აფასებს პრეზიდენტი რუსეთის ქმედებებს მარიუპოლში. 

საბავშვო საავადმყოფო, სამშობიარო კლინიკა. რითი ემუქრებოდნენ რუსეთის ფედერაციას? რა ქვეყანაა ასეთი ეს რუსეთის ფედერაცია, საავადმყოფოებისა და სამშობიაროების რომ ეშინია და ანადგურებს მათ? იქ პატარა ბანდერელები იყვნენ? თუ ფეხმძიმე ქალები როსტოვისთვის ცეცხლის გახსნას აპირებდნენ? სამშობიაროში ვინმე რუსულენოვნებს ამცირებდა? ეს საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო?". – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი Skynews-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ დაუშვებელია მსოფლიომ უყუროს როგორ კლავენ რუსული ბომბები უკრაინელ ბავშვებს.

ახლა დაზუსტებით ის ვიცით, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მომავალში ძალიან გვიანი იქნება. დამიჯერეთ თუ ასე გაგრძელდება, თქვენ ნახავთ, რომ ისინი დახურავენ ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები