აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად თითქმის 14 მილიარდი დოლარი გამოყო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას 13.6 მილიარდი დოლარი უნდა გამოუყონ. თანხის ნახევარი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სექტორს მოხმარდება, ხოლო მეორე ნახევარი თავდაცვას.