არსებობს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე - თეთრი სახლი

10.03.22 10:52
არსებობს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე - თეთრი სახლი

რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს ან ყალბი ოპერაცია ჩაატაროს - ამის შესახებ ვარაუდი თეთრ სახლში გამოთქვეს. 

თეთრი სახლის სპიკერი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ კრემლის ბრალდებები, შესაძლოა, ყალბი საბაბის შეთხზვას ემსახურებოდეს. 

ახლა როდესაც რუსეთი ავრცელებს ცრუ ბრალდებებს და ჩინეთი, როგორც ჩანს, ამ პროპაგანდას ხელს უწყობს, ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა რუსეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი უკრაინაში ან მათი გამოყენებით ყალბი ოპერაცია ჩაატაროს", - წერს პსაკი ტვიტერზე.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვა შეერთებული შტატებს, კიევთან ერთად, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღებზე მუშაობაში ადანაშაულებს. 

მისი მტკიცებით, შესაბამისი ლაბორატორია კიევში არსებობს.