"აქ ჩვენ არც დაგვმარხავენ" - ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები დედებს ტირილით მიმართავენ

10.03.22 11:12
"აქ ჩვენ არც დაგვმარხავენ" - ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები დედებს ტირილით მიმართავენ

უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები  დედებს მიმართავენ.ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ვიდეომხილებები არ წყდება. რუსი ჯარისკაცები მშობლებს ტირილით  სთხოვენ  ყველას გააგებინონ, რომ ვლადიმერ პუტინმა ხალხი მოატყუა, ხოლო საზოგადოებას მიმართავენ გამართონ საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ. 

მოგვატყუეს და გადაგვაგდეს დედა, ახლა ტყვედ აგვიყვანეს ბავშვები, საშინელებაა აქ ყველაფერი, დავკარგეთ ტექნიკა, ბავშვებს, ქალებს აფეთქებენ, გთხოვთ წადით ჯარისკაც დედათა კომიტეტში და მოყევით ყველაფერი, პუტინი შეეცდება, რომ სიმართლე არ თქვას, მაგრამ ყველას გააგებინეთ გთხოვთ, აქ ჩვენ არ დაგვმარხავენ.პუტინი არავის მისცეს უფლებას თქვას სიმართლე ჩვენ შესახებ", - ამბობენ ჯარისკაცები. 

ჩვენმა ბრიგადამ დანაკარგი განიცადა, მარტო მე დავრჩი ცოცხალი, არ გამოგზავნოთ დედებო შვილები, ჩვენ ოკუპანტები ვართ", - მოუწოდებს ჯარისკაცი რუსებს.

მსგავსი სიახლეები