ცეცხლში გახვეული ქალაქები, დაღუპულები და დაშავებულები - ბოლო ცნობები უკრაინიდან

10.03.22 11:31
ცეცხლში გახვეული ქალაქები, დაღუპულები და დაშავებულები - ბოლო ცნობები უკრაინიდან

უკრაინის დედაქალაქთან საარტილერიო ბრძოლები მიდის, ისმის აფეთქებების ხმა. ბოლო 24 საათია რუსეთი ყველა ქალაქში დამიზნებით სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. მტერმა მშვიდობიან უკრაინელებს უკვე 710 რაკეტა ესროლა.  კადრებით, რომელი მარიუპოლის აფეთქებას ასახავს, ირკვევა, რომ სამშობიარო სახლში ბომბი მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც კლინიკა ორსული ქალებით იყო სავსე. 17 დაჭრილს შორის ბავშვები და სამშობიარო ბლოკიდან ახლად გამოყვანილი ქალია.

საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ახტირკა მიწასთან გაასწორეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. სარაკეტო თავდასხმების შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. რუსეთის მთავარი სამიზნე აქ ქარხნებია. ამ ქალაქში ჭურვების ჩამოგდების შედეგად გაჩენილ ხანძრებს ამ დრომდე ვერ აქრობენ. 

მძიმე მდგომარეობაა ბოროდიანკაში, თუმცა უკრაინულმა ჯარმა ოკუპანტების მოგერიება შეძლო და ტანკები ქალაქში არ შეუშვა. ეს ქალაქი რუსეთისთვის სტატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან თუ საოკუპაციო ძალებმა  ბოროდიანკოს აიღეს, მათ კიევისკენ მისასვლელი გზა ეხსნებათ. 

ქალაქი ბროვარი ცეცხლის ალშია გახვეული, რამდენიმე საათიანი ბრძოლის შედეგად, უუკრაინულმა არმიამ მტრის ჯავშანტექნიკა გაანადგურა. 

მთელი ღამის განმავლობაში, სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა ჟიტომირსა და ხარკოვში.  ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფეოებია - დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. 

"შეიძლება, კიევში შემოვიდნენ, თუმცა აქიდან ცოცხლები ვერ გავლენ"- აცხადებენ მებრძოლები. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები