ომის დანაშაული სახეზეა - რუსეთმა უკრაინაში ხალხის წინააღმდეგ თერმო რაკეტები გამოიყენა

10.03.22 11:41
ომის დანაშაული სახეზეა - რუსეთმა უკრაინაში ხალხის წინააღმდეგ თერმო რაკეტები გამოიყენა

რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ვაკუუმ ბომბებს იყენებს - ბრიტანული დაზვერვის მონანცემებით დგინდება, რომ TOS-1 ტიპის რაკეტები სამოქალაქო ობიექტების გასანადგურებლად იყო გემოყენებული.

ვაკუუმ ბომბების გამოყენება კი კატეგორიულად იკრძალება, რადგან ამ ტიპის რაკეტებს გამადგურებელი შედეგი აქვთ.

პარალელურად,  უკრაინის გადამწვარი და დაბომბილი ქალაქების ფონზე ყველას სირია გაახსენდა, სადაც რუსული არმია იგივე ხელწერით იბრძოდა და მშვიდობიანი მოქალაქების უბნებს ბომბავდა. 

ცნობისთვის, თერმობარული რაკეტები მოიხმარენ ჟანგბადს ჰაერიდან, რათა წარმოქმნან მაღალი ტემპერატურის აფეთქება, რომელიც გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ჩვეულებრივი აფეთქება. ეს იმდენად მძლავრი აფეთქებაა, რომ მას შეუძლია, მყისიერად ააორთქლოს ადამიანის სხეული. სწორედ ამიტომ მსგავსი ტიპის რაკეტების გამოყენება სასტიკად აკრძალულია და ომის დანაშაულად ითვლება. 

რუსეთმა ვაკუუმური ბომბები სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ გროზნოში, 1999 წელს და სირიაში, 2018 წელს გამოიყენა.

 

მსგავსი სიახლეები