მოვლენების ეპიცენტრი ანტალიაა - კულება-ლავროვის მოლაპარაკებები დაიწყო

მოვლენების ეპიცენტრი ანტალიაა - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ომიდან მეთხუთმეტე დღეს ერთმანეთის პირისპირ სხედან.
შეხვედრა ანტალიაში უკვე დაიწყო. მოლაპარაკების დაწყებამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, კულებასა და ლავროვს ცალ-ცალკე შეხვდა.
ცნობილია, რომ შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდება. მხარეები კომენტარს მისი დასრულების შემდეგ, ცალ-ცაკლე გააკეთებენ.
ოფიციალური კიევი- ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანასა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.