უკრაინა აგრესორი ქვეყნების მოქალაქეებსა და მოღალატეებს ქონებას ჩამოართმევს

უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს იმ აქტივების ნაციონალიზაცია, რომელიც ეკუთვნის რუსეთის მოქალაქეებსა და უკრაინელ კოლაბორანტებს - ამის შესახებ რადას ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ნატალუხამ, განაცხადა.
ამჟამად ვმუშაობთ ახალ რედაქციაზე, რომელიც გავრცელდება რუსეთის მოქალაქეებზეც, ასევე, უკრაინელებზეც, რომლებიც შემჩნეული არიან მტერთან თანამშრომლობაში და ეს დამტკიცებულია საგამოძიებლო ორგანოების, ან სასამართლოს დასკვნით - განაცხადა ნატალუხამ.
აღსანიშნავია, რომ რადამ 3 მარტს მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას, მოახდინოს აგრესორი ქვეყნების მოქალაქეების უკრაინაში არსებული აქტივების ნაციონალიზაცია. თუმცა, კანონში საუბარია საწარმოებსა და სახელმწიფო კომპანიებზე და არა მათ პირად ქონებაზე.