ლუკაშენკომ "ბელორუსი სპეციალისტები" რუსეთის მიერ დაპყრობილ ჩერნობილის ატომურ სადგურში გაგზავნა

10.03.22 13:49
ლუკაშენკომ "ბელორუსი სპეციალისტები" რუსეთის მიერ დაპყრობილ ჩერნობილის ატომურ სადგურში გაგზავნა

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ,  "ბელორუსი სპეციალისტები" გაგზავნა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად- იუწყება სააგენტო ,,ბელტა".

ენერგეტიკის მინისტრს დაევალა ამ სამუშაოების ორგანიზება, რათა იქ სასწრაფოდ აღდგეს ელექტროენერგიაის მიწოდება ჩვენ გვაქვს საბჭოთა დროინდელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც დაკონსერვებულია. როგორც ჩანს, მოგვიწევს  ამ ხაზით ჩერნობილის სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, რომ საშტატო რეჟიმში უზრუნველვყოთ  ჩერნობილის ელექტროსადგურის უსაფრთხოება - განაცხადა ლუკაშენკომ.

გამოცემის ინფორმაციით, ბელორუსის ლიდერმა ასევე უბრძანა სამხედროებს და მესაზღვრეებს, „აკონტროლონ უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დაქირავებული ჯგუფების მოქმედებები“.

ლუკაშენკოს თქმით, ისინი , "უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ბელორუსის საზღვრის გასწვრივ, მიემართებიან  ჩერნობილისკენ".

ჩვენ არ ვიცით, რატომ მიდიან ისინი ჩერნობილის მიმართულებით - განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი სიახლეები