"შეხვედრა იყო რთული!"- კულება-ლავროვის ისტორიული შეხვედრა დასრულდა

10.03.22 14:13
"შეხვედრა იყო რთული!"- კულება-ლავროვის ისტორიული შეხვედრა დასრულდა

დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები ანტალიაში დასრულდა - შეხვედრიდან გამოსულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ შეხვედრა რთული იყო. 

"შეხვედრა იყო რთული, მაგრამ მაქვს იმედი, რომ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება"- ამბობს დიმიტრო კულება. 

დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი რეალური დიალოგისთვის მზად იქნება: 

იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატს ექნება პერსპექტივა. რუსეთის რეალური განზრახვა იქნება რეალური დიალოგი და არა ყალბი, პროპაგანდისტული ინფორმაციების გავრცელება. იმედი  მაქვს, რომ ეს იქნება სერიოზული მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც ძველი კლიშეების მსხვერპლი არ იქნება"- თქვა კულებამ. 

მისი თქმით, მოლაპარაკებებს დროს ძირითადი დრო ჰუმანიტარული პრობლემის გადაწყვეტას დაეთმო. 

ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს ადამიანი წარმოადგენს. დიპლომატიის მისიაც სწორედ ეს არის, რომ ადამიანებს შეუმსუბუქონ ცხოვრება, რომლებიც ახლა საომარ პოლიგონზე იმყოფებიან. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რასაც ლავროვი ამბობდა - მე მას რამდენჯერმე მივმართე, გაეცა პასუხი ჩემს კითხვაზე, რომელიც ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას გულისხმობდა. მე მაქვს განცდა, რომ რუსეთი არ არის მზად, დამყარდეს მშვიდობა"- თქვა კულებამ. 

მსგავსი სიახლეები