ლავროვი ირწმუნება, რომ რუსეთი ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის

10.03.22 14:28
ლავროვი ირწმუნება, რომ რუსეთი ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ამბობს, რომ უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიან მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. ლავროვის თქმით, ანტალიაში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სწორედ ეს საკითხი იქნა განხილული.

მინისტრის მტკიცებით, რუსეთისთვის ამოწავალი წერტილი ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების დაცვაა. 

თავიდანვე ვთქვით, რომ ამ მოლაპარაკების ფორმატის ძირითადი მიზანი უნდა იყოს ჰუმანიტარული საკითხები და ამ ფორმატს უკრაინელი კოლეგები არ გამოიყენებენ იმ საკითხებით, რომელზეც მოლაპარაკებები ბელარუსში მიმდინარეობს. განვუმარტეთ ჩვენ უკრაინელ კოლეგებს, თუ რა ღონისძიებების გატარება ხდება, რომ მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მოახერხონ სამშვიდობო ტერიტორიაზე გამოსვლა. ჩვენ ჰუმანიტარულ დერეფნებს გავხსნით, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო მარშრუტი ადამიანებისთვის. პირველ რიგში,  მნიშვნელოვანია იყოს დაცული უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. მაინტერესებს სად წავა ეს საზენიტო გადასატანი კომპლექსი, რომელიც უკრაინას გადასცეს. ვინ გააკონტროლებს ამ საზენიტო კომპლექსებს?! ", - ამბობს სერგეი ლავროვი.  

მსგავსი სიახლეები