არ ვგეგმავთ თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, უკრაინაშიც არ შევჭრილვართ - ლავროვი

10.03.22 15:07
არ ვგეგმავთ თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, უკრაინაშიც არ შევჭრილვართ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრიანაში არ შეჭრილა და თავდასხმა არც სხვა ქვეყნებზე იგეგმება. ამის შესახებ ლავროვმა ანტალიაში გამართული მოლპარაკების შემდეგ განაცხადა.

ჩვენ არ ვაპირებთ თავს დავესხათ სხვა სახელმწიფოებს, ჩვენ უკრაინაშიც არ შევჭრილვართ", - თქვა ლავროვმა. 

მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა.  მოლაპარაკების დაწყებამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, კულებასა და ლავროვს ცალ-ცალკე შეხვდა.