ავიაიერიში კულება-ლავროვის მოლაპარაკებების პარალელურად - რუსებმა მარიუპოლი ისევ დაბომბეს

10.03.22 15:08
ავიაიერიში კულება-ლავროვის მოლაპარაკებების პარალელურად - რუსებმა მარიუპოლი ისევ დაბომბეს

მარიუპოლში უმძიმესი მდგომარეობაა - რამდენიმე წუთის წინ, რუსეთმა საცხოვრებელი სახლები დაბომბა. რაკეტები პირდაპირ დასახლებულ უბანს ესროლეს, არიან დაჭრიელები. ავიაიერიში, კულება-ლავროვის მოლაპარაკებების პარალელურად განხორციელდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიბომბა აზოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა, აფეთქება იყო დრამატული თეატრის ტერიტორიაზე. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.