რისი უნდა მეშინოდეს, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? - ზელენსკის ემოციური ინტერვიუ

შვილების დაკარგვაზე უარესი რა შეიძლება დაემართოთ ადამიანებს, აქ ჯოჯოხეთია - ეს ემოციური ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის ეკუთვნის.
ქვეყნის მთავარსარდალი ამბობს, რომ უკრაინელები საკუთარი მიწის დათმობას არ აპირებენ:
"მე არ მეშინია კიევის ალყის, ვისი უნდა მეშინოდეს? მე ვინარჩუნებ სიმშვიდეს. იცით თქვენ როგორ უნდა გადალახოთ შიში?- რა შეიძლება იყოს ჯოჯოხეთზე ჯოჯოხედი? ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს? ჩემს ქვეყანაში უარესი რაც უნდა მომხდარიყო, უკვე მოხდა. ჩვენთან ომია, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ - ბევრი დაიღუპა, ქვეყანა ინგრევა. შვილების დაკარგვაზე უარესი რა შეიძლება დაემართოთ ადამიანებს. ჩვენ გვჯერა მომავლის, იმედი გვაქვს, არ გავყიდით ჩვენს მომავალს. ვღელავ ჩვენს ქვეყანაზე, წყალმომარაგებაზე, საკვებზე, მარიუპოლზე, დონეცკზე, ზაპაროჟიეზე, მელიტოპოლზე, ხარკოვზე. იქ კოშმარული მდგომარეობაა. ადამიანები წყლისა და საკვების გარეშე დარჩნენ. რაც მარიუპოლში ხდება, ჰუმანიტარული კატასტროფაა"- განაცხადა ზელენსკიმ.