რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა

10.03.22 15:26
რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა

რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა, - ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები „არამეგობრულნი არიან რუსეთის მიმართ“.

ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში(CMCE), აგრძელებენ ევროპის საბჭოს და ევროპის საერთო ჰუმანიტარულ- სამართლებრივი სივრცის განადგურების ხაზს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 25 თებერვალს მხარი დაუჭირა რუსეთის წარმომადგენლობის უფლებების შეჩერებას, უკრაინაზე თავდასხმის გამო.