სასჯელი პუტინთან მეგობრიბის გამო - ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა
ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბი ჩელსის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. რუსი მილიარდერი რიგით მე 7 რუსი ოლიგარქია, ვისი აქტივებიც დიდ ბრიტანეთში გაიყინა.
კრემლის მხარდამჭერი ოლიგარქი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან - წერია განცხადებაში.
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი და ოლეგ დერიპასკა.