პასუხს გაგებინებთ ყველას, ვინც უკრაინეულ ქალაქებზე ბომბების ჩამოგდების ბრძანებას აძლევს - ზელენსკი
პასუხს აგებს ყველა ის ადამიანი, ვინც უკრაინეულ ქალაქებზე ბომბების ჩამოგდების ბრძანებას აძლევს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ახალ მიმართვაში ისაუბრა.
"ჩვენ ვიპოვიოთ ყველას აქტივებს და პასუხს გაგებინებთ"- მიმართა აგრესორებს პრეზიდენტმა.
თქვენ პასუხს აგებთ ისევე, როგორც ყველა, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას გასცემს. ჩვენ ვიპოვით პროპაგანდისტების და მათთან დაკავშირებულ პირთა მთელ ქონებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ეს ჩამოერთვათ, სადაც არ უნდა იყოს. გიყვართ მდიდრული ცხოვრება, აყვავებული ქვეყნები? ეს ყველაფერი აღარ გექნებათ და ეს მხოლოდ დასაწყისია". - თქვა ზელენსკიმ.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ მოსახლეობასაც მიმართა და გაამხნევა: "ჩვენს ქალაქებში მოვიდა ბოროტება, მაგრამ ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით".
მე-15 დღეა, ჩვენს ქვეყანას ვიცავთ. ჩვენ მყარად ვდგავართ. უკრაინული არმია იგერიებს შეტევებს საკვანძო ადგილებში. მადლობა ჩვენს ჯარს, ეროვნულ გვარდიას, მესაზღვრეებს, პოლიციას, ტერიტორიულ დაცვასა და ყველას, ვინც შეუერთდა თავდაცვას - ჩვენ არ გავხდით მონები და ასეთი არც არასდროს გავხდებით. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბედისწერა"- თქვა მან.