ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ბრძანებას „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დე ფაქტო ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმა, მოაწერა ხელი. მისივე თქმით, მათ ოკუპირებულ აფხაზეთთან დიდი ხნის და მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ.
„ვადგენ: აღიარებულ იქნას აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაატაროს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან დიპლომატიური კავშირების დასადგენად“, -ნათქვამია თვითგამოცხადებული ლუგანსკის დე ფაქტო ლიდერის ე.წ. დადგენილებაში.