გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყივნებლივ შეწყვეტა მოსთხოვეს
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას Европейская правда ავრცელებს.
საუბრისასა შოლცმა და მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტისგან მოითხოვეს, დაუყონებლივ შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინაში.
ევროპელმა ლიდერებმა განმარტეს, რომ კრიზისის ნებისმიერი დარეგულირება უნდა მოხდეს მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გზით.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, ინფორმაციით, საუბრის დროს უკრაინის თემის განხილვა დამატებითი დეტალების განხილვის გარეშე მიმდინარეობდა.