გაიტანეთ პუტინის მიერ მოტყუებული ჯარისკაცების გვამები უკრაინიდან - ნიკოლაევსკის მერის მიმართვა რუს გენერლებს

ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი, რუს გენერლებს მიმართავს და მოუწოდებს, გაიტანონ უკრაინის ტერიტორიიდან პუტინის მიერ მოტყუებული ჯარისკაცების გვამები.
იმისათვის, რომ გვამების გატანა ცივილიზებული ფორმებით მოხდეს, ვიტალი კიმი რუსეთის მხარეს მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს.
მიმართვა რუს გენერლებს:
რუსო გენერლებო, სინდისი გაგაჩნიათ?
ბოლოს და ბოლოს, როდის დაიწყებთ პუტინის მიერ მოტყუებული ჯარისკაცების გვამების შეგროვებას?
ამჟამად ნიკოლაევსკის ოლქში, ვოზნესენსკში, დგას ვაგონ რეფრეჟერატორი, რომელიც განკუთვნილია გაყინული ცხოველებიისთვის.
სწორედ ამ რეფრეჟერატორშია მოთავსებული რუსი ჯარისკაცების გვამები.
მათ შორის, ვოზნესენსკიდან-9, ოდესიდან 6 , პრიბუჟანიდან კი 2 გვამი.
ეს მხოლოდ ის გვამები, რომელიც აქ ორგანიზებულად მოიტანეს, ხოლო ათობით გვამი ადგილობრივებმა დამარხეს, რათა ანტისანიტარია არ გავრცელებულიყო.
დაიწყეთ მოლაპარაკებები ამ თემაზე.
საკონტაქტო პირი უკრაინიდან მე ვიქნები - წერს ნიკოლაევის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი.