რუსი აგრესორები უკრაინის გაზსატუმბ საწარმოში შეიჭრნენ - ევროპას გაზის გათიშვის საშიშროება ემუქრება

10.03.22 18:25
რუსი აგრესორები უკრაინის გაზსატუმბ საწარმოში შეიჭრნენ -  ევროპას გაზის გათიშვის საშიშროება ემუქრება

არის საშიშროება, რომ ევროპა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს, რადგან რუსი აგრესორები უკრაინის გაზსატუმბ საწარმოში შეიჭრნენ. ამის შესახენ ინფორმაციას უკრაინის გაზის კომპანია ავრცელებს.

სახელმწიფო გაზგასამართი საწარმოს ოპერატორი იუწყება, რომ რუსი შეიარაღებული ფორმირებები შეიჭრნენ ლუგანსკის ოლქის ნოვოპსკოვისა და  ხარკოვის ოლქის კუპიანსკის სადგურებში. აგრეთვე, ისინი ამ ობიექტებს მუშაობაში ხელს უშლიან.

ტექნოლოგიურ პროცესებზე ზემოქმედება აჩენს  უკრაინიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირების უსაფრთხოების რეალურ რისკს. - ნათქვამია უკრაინის გაზის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის გაზის კომპანია მოითხოვს, რომ რუსმა სამხედროებმა დაუყონებლივ დატოვონ საწარმოს ტერიტორია და შეწყვიტონ მისი მუშაობის შეფერხების მცდელობა.