რუსეთის სამხედრო დანაშაული - უკრაინა ჰააგის ტრიბუნალზე წარსადგენ მტკიცებულებებს აგროვებს

10.03.22 19:34
რუსეთის სამხედრო დანაშაული - უკრაინა ჰააგის ტრიბუნალზე წარსადგენ მტკიცებულებებს აგროვებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის ტრიბუნალზე წარსადგენ მტკიცებულებებს აგროვებს. რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია მესინჯერების, ჩატების, ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საკომუნიკაციო არხების გაფართოების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.

აქ შეგიძლიათ, ჩაიწეროთ რუსეთის ფედერაციის სამხედროების სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობისა და  ტყვეების მიმართ:

ოფიციალური ჩატი @russian_war_tribunal_bot;
ელ.ფოსტა [email protected] - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ასევე, თვითმხილველებს სამხედრო დანაშაულების შესახებ შეუძლიათ, აცნობონ უსაფრთხოების სამსახურს  24-საათიან ცხელ ხაზზე:

 +38 (068) 1289229 (სიგნალი, WhatsApp, Telegram);
 +38 (066) 6829937 (სიგნალი, WhatsApp, Telegram);
 +38 (063) 0665937 (სიგნალი, WhatsApp, Telegram).
უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოაგზავნონ ფოტოებისა და ვიდეოების ორიგინალები. მედია ფაილების გარდა,მათ უნდა მიუთითონ ღონისძიების თარიღი, ადგილი და დრო.

უკრაინა აგროვებს და იყენებს ყველა შეგროვებულ ფაქტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომლის მიზანია რუსეთის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ომისა და ომის დანაშაულებისთვის.