ოკუპანტებმა ლუცკი და დნიპრო დაბომბეს - არის მსხვერპლი

11.03.22 10:02
ოკუპანტებმა ლუცკი და დნიპრო დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსეთმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აღნიშნულ ქალაქებზე საჰაერო იერიშები დღეს დილით განხორციელდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუცკში აფეთქება აეროდრომის მხარეს მოხდა. რაც შეეხება დნეპრს, ადგილობრივების ცნობით იქ აფეთქების ხმა სამჯერ გაისმა.  საჰაერო იერიში რუსმა სამხედროებმა საბავშვო ბაღთან და საცხოვებელ კოპრუსთან ახლოს მიიტანეს.  ასევე, ბომბი მოხვდა ფეხსაცმლის ფაბრიკასაც. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

ლუცკსა და დნიპროში სამაშველო სამსახურები ცეცხლის ლიკვიდირებას ამ დრომდე ცდილობენ. 

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალები ჩაირთო.