ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს „დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციაზე - გიტანას ნაუსედა

ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს „დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციაზე, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვერსალში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გმირი უკრაინელი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მიესალმებიან.
ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს „დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცედურა დაიწყო. ახლა ჩვენი და უკრაინელების გადასაწყვეტია, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირი უკრაინელი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მივესალმებით, - განაცხადა გიტანას ნაუსედა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვერსალში, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე იმსჯელეს. მსოფლიო ლიედრები უკრაინაზე მსჯელობას დღესაც განაგრძობენ.