რუსეთი კიევზე შეტევისთვის ემზადება - ბირთვული ტერორიზმის ახალი აქტი განხორციელდა ხარკოვზეც

11.03.22 11:06
რუსეთი კიევზე შეტევისთვის ემზადება - ბირთვული ტერორიზმის ახალი აქტი განხორციელდა ხარკოვზეც

რუსეთი კიევზე შეტევისთვის ემზადება.  რუსული არმია უკრაინის დედაქალაქს 5 კილომეტრით მიუახლოვდა. ოკუპანტები ახლა კიევის ცენტრიდან 15 კილომეტრის მოშორებით დგანან. 

ბირთვული ტერორიზმის ახალი აქტი განხორციელდა ხარკოვზეც. დაბომბილია ბირთვული კვლევის ინსტიტუტი. შენობაში ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი იყო განთავსებული. ამ ფონზე უკრაინამ ჩერნობილზე კონტროლი სრულად დაკარგა და ატომურ ელექტროსადგურთან კომუნიკაციას ვეღარ ახერხებს. ფაქტს მარიუპოლის მერი გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთი აკრძალული იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. 

დღეს დილით რუსეთმა ასევე პირველად დაბომბა ქალაქები დნიპრო და ლუცკი. საჰაერო იერიში რუსმა სამხედროებმა საბავშვო ბაღთან და საცხოვებელ კოპრუსთან ახლოს მიიტანეს.  ასევე, ბომბი მოხვდა ფეხსაცმლის ფაბრიკასაც. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები