რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს - ბორის ჯონსონი

11.03.22 11:04
რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს - ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს. 

დაიწყეს იმის თქმა, რომ არსებობს ქიმიური იარაღები, რომლებიც მათი მოწინააღმდეგეების, ან ამერიკელების მიერ არის შენახული. და როცა თავად გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს, ვშიშობ, ალბათ, გამოიყენებენ, მზად ექნებათ შესანიღბი ცრუ ისტორია.

უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ეს არის ის, რასაც უკვე აკეთებენ. ვშიშობ, ცინიკური, ბარბაროსული ხელისუფლებაა", – აღნიშნა ჯონსონმა. 

ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე ასევე ისაუბრა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა. მან  აღნიშნა, რომ შეშფოთებული არიან რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენებით.