"შეწყვიტოს ომი და დამელაპარაკოს!" - ზელენსკი პუტინს ისევ მოლაპარაკებებს სთავაზობს

11.03.22 11:08
"შეწყვიტოს ომი და დამელაპარაკოს!" - ზელენსკი პუტინს ისევ მოლაპარაკებებს სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "ვაის ნიუსთან" ინტერვიუში ვლადიმერ პუტინთან პირისპირ მოლაპარაკების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მას ნდობა არ აქვს, თუმცა მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს.  

ახლა მხოლოდ ჩემს ოჯახს ვენდობი. მოგვიწევს მოლაპრაკება, ომი უნდა დასრულდეს. სხვაგვარად როგორ უდნა დასრულდეს ომი? მხოლოდ მასთან დიალოგით, ის არის რუსეთის პრეზიდენტი,. ის იბრძის უკრაინის წინააღმდეგ. ის შემოიჭრა ჩვენს მიწაზე, ჩვენს სახლებში, ჩვენ ის არ დაგვიპატიჟია, მაგრამ აქ არის. შეწყვიტოს ომი და დამელაპარაკოს. ვფიქრობ, დაგველაპარაკება. ვფიქრობ, ხედავს და იცის, რომ ძლიერები ვართ,  - განაცხადა ზელენსკიმ.