რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართ ტერორისტული ომი დაიწყეს - რეზნიკოვი

11.03.22 11:21
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართ ტერორისტული ომი დაიწყეს - რეზნიკოვი

რუსმა ინტერვენციონალისტებმა უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ვიდრე სამხედროები, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის მიმართ ტერორისტულ ომს აწარმოებს. 

რუსმა ოკუპანტებმა გამანადგურებული დანაკარგების განცდის შემდეგ დაიწყეს ტერორისტული ომი. ისინი იქცევიან როგორც კრიმინალები და მშიშრები. კლავენ და მძევლად აჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და  ბავშვები. 10 მარტის მდგომარეობით რუსმა ინტერვენციონალისტებმა უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ვიდრე ჩვენი სამხედროები თავდაცვის სექტორის ყველა სტრუქტურიდან ბროლაში დაიღუპნენ. მინდა ეს არა მხოლოდ უკრაინაში გაიგონ, არამედ მთელ მსოფლიოში, - ამბობს რეზნიკოვი. 

არსებული ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან უკრაინის 549 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

მსგავსი სიახლეები