"თუ მივატოვებდით ფრონტის ხაზს ჩვენები გვესროდნენ" - რუსეთს უკრაინაში საომრად ცოცხალი ძალა აღარ ჰყოფნის

რუსეთს უკრაინაში საომრად ცოცხალი ძალა აღარ ჰყოფნის. ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება რუსეთის ქუჩებში სამოქალაქო პირებს და რიგით პოლიციელებს აგროვებს, რომ უკრაინაში საომრად მოტყუებით წაიყვანოს. ამის შესახებ ტყვედ ჩავარდნილი წვევამდელები და სამხედრო ოფიცრები ყვებიან. რუსი ჯარისკაცების აღიარებითი ჩვენებები არ წყდება. ყველა მათგანი ამბობს, რომ ისინი ომში მოტყუებით წაიყვანეს.
27 თებერვალს გადმოვკვეთეთ საზღვარი და აღმოვჩნდით უკრაინაში. მანამდე ერთი კვირით ადრე გაგვატარეს წვრთნები პოლიგონზე, ამის შემდეგ გადმოგვისროლეს ომში, დაბრუნება რომ ვითხოვეთ, გვითხრეს, რომ უკან დასახევი გზა არ არსებობდა. თუ მივატოვებდით ფრონტის ხაზს ისევ ჩვენები გვესროდნენ. დავინახე ნამდვილი ომის საშინელება ათობით მშვიდობიანი მოქალაქის და ასობით ჯარისკაცის ცხედარი ჩვენი მხრიდან", - ამბობს რუსი წვევამდელი.
რუსი ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია რეალურად სად მიდიოდნენ.
გვითხრეს, რომ სასწავლებლად მოვდიოდით, ომონიდან ვართ, რეალურად ჩვენ სხვა ვალდებულებები გვაქვს ქალაქში ვმუშაობთ ძირითადად", - ამბობს რუსი ჯარისკაცი.