ევროკავშირი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროგაერთიანებაში მიღების საკითხს განიხილავს

ევროკავშირის ლიდერები, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროგაერთიანებაში მიღების საკითხს ლიდერების სამიტზე განიხილავენ. მთავარი პოლიტიკური ღონისძიება პარიზში იმართება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ ევროკავშირი გაფართოების პროცესის განხილვას მიუხლოვდა და ამაზე უნდა იმსჯელონ.
ჩვენ დღეს და ხვალ გვაქვს სტრატეგიული სამიტი, რადგან ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ რა კონკრეტულ გადაწყევტილებებს მივიღებთ ერთად, რომ ევროკავშირი იყოს უფრო მტკიცე და ნაკლებად დამოკიდებული რუსულ გაზზე. ახლა არის ძალიან რთული მომენტი, რადგან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და განვიხილავთ ამ სიტუაციის ყველა შედეგს. ამასთან, ჩვენ მოვუახლოვდით ევროკავშირის გაფართოების პროცესის განხილვას, რადგან უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრად მიღებაზე. ოფიციალური განაცხადის შეტანის შესახებ იგივე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველომ და მოლდოვამ, რის შესახებაც განხილვა იქნება, - განაცხადა მიშელმა.