ლუცკში აეროდრომზე სარაკეტო იერიშს 2 ადამიანი ესმხვერპლა, დაშავდა - 6

11.03.22 12:25
ლუცკში აეროდრომზე სარაკეტო იერიშს 2 ადამიანი ესმხვერპლა, დაშავდა - 6

ლუცკში აეროდრომზე სარაკეტო იერიშს 2 ადამიანი ესმხვერპლა, დაშავდა 6. ინფორმაციას ვოლინსკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი იური პოგულიაი ავრცელებს. მისი თქმით, ორივე დაღუპული სამხედრო პირია, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. 

რუსეთმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუცკში აფეთქება აეროდრომის მხარეს მოხდა. რაც შეეხება დნეპრს, ადგილობრივების ცნობით იქ აფეთქების ხმა სამჯერ გაისმა.  საჰაერო იერიში რუსმა სამხედროებმა საბავშვო ბაღთან და საცხოვებელ კოპრუსთან ახლოს მიიტანეს.  ასევე, ბომბი მოხვდა ფეხსაცმლის ფაბრიკასაც. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.