უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად! - ჯო ბაიდენი

11.03.22 12:42
უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად! - ჯო ბაიდენი

უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ  ბრძოლაში.

მივიჩნევ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიოს ერები გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას. უკრაინა არასდროს, არასდროს იქნება პუტინის გამარჯვება,“- აღნიშნა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დახმარების სახით უკვე გამოყო მილიარდი დოლარი, მისი თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

„და თავდაცვითი აღჭურვილობის ახალი პარტია სწორედ ახლა მიემართება უკრაინისკენ,“- განაცხადა ბაიდენმა.