ჯოჯოხეთის, არმაგედონის ორი დღე, რომელიც მოგვიწყო რუსულ-ფაშისტურმა არმიამ - მარიუპოლის მერი
მარიუპოლის მერი ქალაქში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს რუსი ოკუპანტების ქმედებებს არმაგედონს ადარებს. ბოიჩენკო რუს სამხედროებს ფაშისტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი არც ქალებს და არც ბავშვებს ინდობენ.
მე-15 დღეა მიმდინარეობს ცინიკური და გამანადგურებელი ომი კაცობრიობის წინააღმდეგ. ჯოჯოხეთის, არმაგედონის ორი დღე, რომელიც მოგვიწყო რუსულ-ფაშისტურმა არმიამ. ისინი ცინიკურად ისვრიან აკრძალული იარაღებიდან საცხოვრებლების მიმართულებით. დღეს მათ ცინიკურად დაცხრილეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ყოველ 30 წუთში მარიუპოლში შემოდიოდა ავიაცია, საცხოვრებლებზე მუშაობდა, კლავდა მოსახლეობას, მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს. ესაა რუსული არმიის დიდებულება? ეს ცინიზმია. ეს გენოციდია, რომელიც მოაწყო რუსულმა არმიამ ტერორისტი პუტინის ხელმძღვანელობით, - ამბობს ქალაქის მერი.