კარგი ამბავი - რუსულ აგრესიას გადარჩენილ ქალს გოგონა შეეძინა!

11.03.22 13:53
კარგი ამბავი - რუსულ აგრესიას გადარჩენილ ქალს გოგონა შეეძინა!

ახალგაზრდა ქალს, რომლის ფოტოც მთელს მსოფლიოში გავრცელდა, გოგონა შეეძინა. საუბარია ქალზე, რომელიც მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვას გადაურჩა. 

"გუშინ საღამოს 10 საათზე მარიანას გოგონა შეეძინა!" - წერს ჟურნალისტი ოლგა ტოკარიუკი.  დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. 

რუსმა ოკუპანტებმა სამშობიარო სახლში ბომბი მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც კლინიკა ორსული ქალებით იყო სავსე. 17 დაჭრილს შორის ბავშვები და სამშობიარო ბლოკიდან ახლად გამოყვანილი ქალია. საბოლოო ჯამში რუსულ აგრესიას სამი პირი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა.